რუსეთმა უკრაინას 23 "შაჰიდით" შეუტია | უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურდა 16

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 13 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 23 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვა, საიდანაც 16-ის განადგურება შეძლეს.

უწყება ამბობს, რომ რუსეთმა დრონები გაუშვა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან. 

დრონები განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. უწყება ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

დნეპერში, შეტევის დროს, თბოელექტროსადგური გამორთული იყო, ქალაქის ნაწილი კი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი