რუსებმა ნიკოპოლის რაიონი არტილერიით დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსბმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონი არტილერიით დაბომბეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსები რაიონს მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ. 

ავიაიერიშის შედეგად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, ორსართულიანი კორპუსი, 13 კერძო სახლი, მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემი ხაზები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი