"უკრაინის არმია შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვაზე გადავიდა", - ამის შესახებ უკრაინის ჯარების ახლადდანიშნულმა მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი რუსეთისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაა.
"რუსული არმია ახლა მთელ ფრონტზე მიიწევს წინ, სიტუაციას შეიძლება ვუწოდოთ გართულებული. უკრაინის არმია შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვაზე გადავიდა, რომლის მიზანია რუსეთის ფედერაციისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება." - განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, ჯარისკაცების სიცოცხლე მთავარი ღირებულებაა და ამიტომ ის "მზადაა უკან დაიხიოს გარკვეული პოზიციიდან, ვიდრე მთელი პერსონალი შესწიროს".