რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ რამდენიმე რეგიონში 9 დრონით შეტევა იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს სხვადასხვა რეგიონში.

სამინისტრო ამბობს, რომ 6 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ოთხშაბათს ღამით შავი ზღვის თავზე, ორი ბელგოროდის რეგიონში, ერთი კი ვორონეჟის რეგიონში.

სამინისტროში არაფერს ამბობენ რა შედეგები მოჰყვა შეტევას.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალურ ქსელში დილით ადრე დაწერა, რომ "საჰაერო თავდაცვა" მოქმედებდა სასაზღვრო ვალუიკსკის რაიონში და რომ ქალი დაიჭრა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია როგორ.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში ღამით სარაკეტო განგაში გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი