უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ რუსული სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი" გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, შავ ზღვაში 14 თებერვალს რუსეთის დიდი სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი" გაანადგურეს. 

 უწყება ამბობს, რომ გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა. ალუპკა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს. 

მანამდე "Украинской правда-მ" უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა შავ ზღვში რუსული სადესანტო გემი ჩაძირეს. თავდასხმა დრონებით მოხდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს ღამით, საჰაერო თავდაცვამ, 6 დრონი ჩამოაგდო შავ ზღვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი