კანადა უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

კანადა უკრაინას, F-16 ფლოტის მხარდასაჭერად, დამატებით 46 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

"კანადა 60 მილიონი დოლარის ოდენობით ახალ კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის საჰაერო ძალების განვითარების კოალიციაში", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულია, რომ ეს თანხები მოხმარდება F-16 თვითმფრინავების უკრაინის მომავალი საჰაერო ფლოტის მომსახურებას. კერძოდ, ისინი მიმართული იქნება სათადარიგო ნაწილების, იარაღის სადგურების, ავიონიკისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი