კიევში, ლვოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო შეტევა იყო

გამოქვეყნდა:

უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა იყო. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ლვოვში, ზაპოროჟიეში, დნეპრში. 

ზაპოროჟიის რეგიონალური ადმინისტრაცია Telegram-ზე წერს, რომ რაკეტა იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. რამდენიმე უკრაინულმა არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ხანძარი გაჩნდა ხმელნიცკის რეგიონში, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების გამო გაჩნდა.

"დაშავებულია ერთი ადამიანი, სხვა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე.

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი იუწყება, რომ ქალაქში დარტყმა იყო. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ნაუჩნაიას ქუჩაზე, რამდენიმე სახლში მინები ჩაამტვრია. მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კიევის ქალაქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ კიევის მიმართულებით ყველა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს და ქალაქში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

"კიევისკენ მიმავალი მტრის ყველა რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით. დაელოდეთ რაკეტების ზუსტ რაოდენობას და ტიპებს საჰაერო ძალების ანგარიშებში", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში Telegram-ზე.

პოლტავას სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს ცნობას, რომ მირგოროდის რაიონში, საწყობში მცირე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა. 

მირგოროდის რეგიონში, სადაც მდებარეობს უკრაინის ავიაბაზა, დარტყმა ორი საკრუიზო რაკეტით განხორციელდა ღამით, მასიური სარაკეტო შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი