ბრიტანეთმა და ლატვიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და მიწოდების საერთაშორისო კოალიციის ერთობლივი ხელმძღვანელობის შესახებ.
შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნები უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების ათასობით საფრენ აპარატს გადასცემენ.
„დრონების კოალიციაში“ უკვე შედის რვა ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი და ნიდერლანდები.
კოალიცია კიევს თანამედროვე დრონებს მიაწვდის და ამით გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევით შესაძლებლობებს.