უკრაინასა და გერმანიას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ოლაფ შოლცმა მოაწერეს. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა აღნიშნა, შეთანხმების ტექსტი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის", - თქვა ნიკიფოროვმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი შეთანხმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა.
"ისტორიული ნაბიჯი. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ", - განაცხადა შოლცმა.
იხილეთ ასევე: