"პუტინმა ნავალნის სიკვდილზე პასუხი უნდა აგოს" | კემერონი

გამოქვეყნდა:

"პუტინმა ნავალნის სიკვდილზე პასუხი უნდა აგოს", -  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა

კამერონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნავალნის "კორუფციის წინააღმდეგ წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი" უწოდა, რომელმაც "ყველაფერი დათმო" იმისთვის, რისიც სწამდა. 

შეგახსენებთ, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე 47 წლის ასაკში დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.

ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი