კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ქალაქში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილას სამძებრო ოპერაცია დასრულდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
"კრამატორსკში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მაშველებმა ნანგრევებიდან მესამე, ქალის ცხედარი ამოიღეს... რუსეთმა შვილთან ერთად, ბებია და დედა მოკლა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს მტერმა კრამატორსკს რაკეტებით დაარტყა. იარაღისა და აფეთქების ტალღების შედეგად 20-ზე მეტი სახლი და მანქანა დაზიანდა.