
აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი, მოსკოვში ალექსეი ნავალნის მემორიალს ეწვია, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გარდაცვლილი ოპოზიციის ლიდერის პატივისცემა აკრძალა.
"დღეს სოლოვეცკის ქვაზე ჩვენ ვგლოვობთ ალექსეი ნავალნის და რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების სხვა მსხვერპლთა გარდაცვალებას... ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსეი ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს. მისი ძალა არის შთამაგონებელი მაგალითი. ჩვენ პატივს ვცემთ მის ხსოვნას", - ნათქვამია მოსკოვში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
უფლებადამცველების განცხადებით, პოლიციამ ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთში, ბოლო ორ დღეში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.