"კონგრესის უმოქმედობამ რუსეთის პირველი შესამჩნევი მოგება გამოიწვია" | ბაიდენი ზელენსკის

გამოქვეყნდა:

"კონგრესის უმოქმედობამ რუსეთის პირველი შესამჩნევი მოგება გამოიწვია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა და ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ვალდებულებას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. 

"დღეს დილით, უკრაინის სამხედროები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ავდიივკა მას შემდეგ, რაც მოუწიათ საბრძოლო მასალის რაციონირება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მარაგების შემცირების გამო, რამაც გამოიწვია რუსეთის პირველი შესამჩნევი მოგება ბოლო თვეების განმავლობაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა,რომ კონგრესმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი უკრაინული ძალების აღსადგენად", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენმა საუბრისას ასევე დაადასტურა მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს მთავრობაში და ამერიკელ ხალხში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის მთავრობას პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მისი ქმედებებისთვის.

მოგვიანებით, ბაიდენმა აშშ-ის მიერ უკრაინის ასეთ მდგომარეობაში დატოვების შესაძლებლობას არაეთიკური უწოდა.

"იდეა, რომ ახლა მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ და მივატოვებთ - აბსურდული მგონია. ვფიქრობ, არაეთიკურია. ვთვლი, რომ იმ ყველაფრის საწინააღმდეგოა, რასაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, წარმოვადგენთ", - განაცხადა ბაიდენმა.

ასევე, CNN-თან საუბარში ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ ავდიივკადან გასვლა კონგრესში საგარეო დახმარების კანონპროექტის შეჩერების პირდაპირი შედეგია.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი