"რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ძალები ჩრდილოეთ საზღვარზე შეტევისთვის" | უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი

გამოქვეყნდა:

"რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ძალები ჩრდილოეთ საზღვარზე შეტევისთვის", - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა ანდრია დემჩენკომ ბრიფინგზე ისაუბრა.

"...რუსეთის ფედერაციამ ბელარუსიდან თავისი ყველა ქვედანაყოფი გაიყვანა, რომლებიც საწვრთნელ მოედანზე იმყოფებოდა", - განაცხადა დემჩენკომ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნებისმიერი სიტუაციის განვითარებისთვის მზადყოფნა.

"მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციას ჰყავს გარკვეული ძალები, დაახლოებით 19-20 ათასი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ თუ აიღებთ რუსეთთან საზღვრის მთელ სიგრძეს, მაშინ ის ძალები, რაც მტერს ჰყავს ამ მიმართულებით, არ არის საკმარისი სრულმასშტაბიანი შეჭრის განსახორციელებლად", - განაცხადა მან.

პრესსპიკერის თქმითვე, თუ რუსეთი რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ისინი უფრო ტაქტიკურები იქნებიან: "გარდა ამისა, მტრის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს თავისი ქვედანაყოფების საჭირო რაოდენობა და არ გადაიტანოს ისინი უფრო მნიშვნელოვან რაიონებში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი