რუსებმა ზაპოროჟიეს სოფელი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა ზაპოროჟიეს სოფელი პრიმორსკე დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.  ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.

"დაახლოებით 12:00 საათზე ოკუპანტებმა გრედისგან დაბომბეს ვასილივსკის რაიონის სოფელი პრიმორსკე. 57 წლის ადგილობრივი მცხოვრები გარდაიცვალა. ვიღაცის შვილი, ქმარი, მამა", - წერს ფედოროვი.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ დღეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 12 ქალაქსა და სოფელს 
402 დარტყმა მიაყენეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი