კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

გამოქვეყნდა:

კანადა უკრაინას 800-ზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რათა დაეხმაროს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადა ორშაბათს ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა.

დრონების ტიპი არის - SkyRanger R70. მედია წერს, რომ ისინი აღჭურვილია ავტონომიური სანავიგაციო სისტემებით და შეუძლიატვირთის გადაზიდვა, საბრძოლო მასალის ჩათვლით, 3,5 კილოგრამამდე.

ისინი განკუთვნილია სათვალთვალო და სადაზვერვო მისიებისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მარაგის ტრანსპორტირებისთვის.

დრონების ღირებულება 70 მილიონ დოლარზე მეტია. იარაღის დაფინანსება მოდის უკრაინისთვის 500 მილიონი კანადური დოლარის (368 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების პაკეტიდან, რომელიც კანადამ გამოაცხადა 2023 წლის ივნისში.

"ჩვენ ველით, რომ პირველი სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამ გაზაფხულზე ჩავა. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც", - თქვა კანადის თავდაცვის მინისტრმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი