უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 20 თებერვლის ღამეს რუსებმა უკრაინას 3 რაკეტითა და 23 "შაჰედის" დრონით შეუტია. უწყება ამბობს, რომ ყველა დრონი გაანაგდურეს.
"საბრძოლო სამუშაოების შედეგად, 23-ვე შაჰიდი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება რაკეტებს, საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ ოკუპანტებმა გაუშვეს ორი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და ერთი X-31 ტიპის.
სამხრეთ თავდაცვის ძალებმა დაამატეს, რომ 2 დრონი ჩამოაგდეს კიროვოგრადის რაიონში და თითო ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში.