უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს | ლეიენი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირში თავის ადგილს დაიკავებს," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, X-ზე წერს და 2014 წელს მაიდანზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებს.

"დღეს, ჩვენ "ზეციური ასეულის" გმირების - მამაცი ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც 2014 წელს უკრაინის თავისუფლებისთვის მაიდანზე სიცოცხლე გაწირეს, პატივს მივაგებთ. 10 წლის შემდეგ, მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვა. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენს კავშირში თავის ადგილს დაიკავებს," - წერს ლეიენი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი