შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონ ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილ პაკეტს გადასცემს. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი პაკეტის ღირებულება 630 მილიონ ევროს აღწევს.

ის მოიცავს 10 სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საჰაერო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

არსებული ინფორმაციით, თანხის ნაწილი დაიხარჯება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი