რუსეთის ძალებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა სერხი ლისაკმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქ ნიკოპოლსა და ჩერვონოჰრიჰორივკას დაარტყა და დააზიანა სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და მანქანები.
"87 წლის ქალმა ხელის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რუსული თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 41 და 59 წლის ორი მამაკაცი", - თქვა ლისაკმა.