უკრაინამ რუსეთისგან 11 ბავშვი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსეთისგან 11 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთის მიერ დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში დააბრუნონ.

"რუსეთის მიერ გატაცებული 11 უკრაინელი ბავშვი სახლში დაბრუნდა! რუსეთიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 6 გოგო და 5 ბიჭი დააბრუნეს. უმცროსი დაბრუნებული ბავშვი 2 წლისაა, უფროსი კი 16-ის. ეს ბავშვები გადაურჩნენ რუსეთის მიერ მშობლიური ქალაქების ოკუპაციას, დაბომბვასა და დაზიანებებსა და ახლობლების სიკვდილს. უკრაინა მადლიერია კატარის სახელმწიფოსი, ასევე UNICEF-ის დახმარებისთვის. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა რუსეთმა დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში მივიყვანოთ და ამ სასტიკ დანაშაულზე ყველა პასუხისმგებელი პასუხისგებაში მიეცეს", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი