რუსებმა კრამატორსკიში ინდუსტრიული ზონა და საცხოვრებელ კორპუსები დაბომბეს, შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინ ავრცელებს.
"კრამატორსკი კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშაა. დღეს საღამოს, 20:00 საათზე, ქალაქში ორი აფეთქება გაისმა - რუსებმა ინდუსტრიული ზონასა და საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს.. ჩვენ ვადგენთ დაბომბვის საბოლოო შედეგებს", - თქვა ფილაშკინმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის და მრავალი დაზიანებული მაღალსართულიანი შენობის შესახებ.