უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ ჩამოაგდეს რუსული სუ-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი.
"მინუს ერთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სუ-34-ის ეკიპაჟი უერთდება ჩვენს რუბრიკას "მარადიული ფრენა, ძმებო!" - დაწერა მან "ტელეგრამზე".
მედია "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, თვითმფრინავი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.