უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ ზაფხულში იქნება

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის,  ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად სავარაუდოდ ზაფხულში იქნება. უფრო კონკრეტულად კი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ივნისის დასაწყისშია.

საოცარ პროგრესს ვაღწევთ სკრინინგის პროცესში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. ჩემი საუკეთესო ვარაუდით, ის მზად იქნება არა ევროპის არჩევნებამდე, არამედ მის შემდეგ, რადგან მე ვხედავ, რომ პოზიციების შემუშავებას დრო დასჭირდება...მაგრამ ვფიქრობ, რომ სადღაც ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში, ჩვენ მზად ვიქნებით “, - განაცხადა ლეიენმა.

არსებობდა ვარაუდი, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო უფრო ადრე იქნებოდა მზად და მთავრობათაშორის კონფერენციაზე, მარტის სამიტის შემდეგ, დამტკიცდებოდა.

ევროკომისიამ პროექტზე მუშაობა იანვარში დაიწყო. ევროკავშირის მარტის სამიტზე, სავარაუდოდ, შეფასდება უკრაინის ბოლო ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი