რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დრონითა და რაკეტით შეტევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყება ამბობს, რომ გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს S-200 ტიპის რაკეტა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი როსტოვისა და ბრაიანსკის რაიონებში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ S-200 საზენიტო რაკეტა გადაკეთდა სახმელეთო სამიზნეებზე დარტმისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.
"საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, რაკეტა - როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე", - ამბობს რუსეთის თავდაცვა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.