უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 10-დან 8 დრონი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 22 თებერვლის ღამეს რუსეთმა 10 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და ერთი რაკეტით შეუტია უკრაინის სამიზნეებს. 

უწყების ცნობით, 8 დრონი გაანადგურეს პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან გაუშვეს Kh-31P სარადარო რაკეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი