უკრაინისა და პოლონეთის მთავრობების შეხვედრა 28 მარტს, ვარშავაში გაიმართება | ტუსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და პოლონეთის მთავრობების შეხვედრა 28 მარტს ვარშავაში გაიმართება, იქამდე, ორივე ქვეყნის მთავრობა ტექნიკურ დონეზე ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად იმუშავებს -  ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კიევში ყოფნისას, ჩვენ გადავწყვიტეთ პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ შმიგალთან ერთად, რომ მუდმივი კონტაქტი გვექნებოდა. მე შევუთანხმდი პრემიერმინისტრ შმიგალს, რომ ორი მთავრობის შეხვედრა ვარშავაში 28 მარტს გაიმართება და იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მინისტრებისა და მინისტრების მოადგილეების დონეზე მიგვიყვანს იმ მომენტამდე, როდესაც ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება როგორც საზღვრებისთვის, ასევე ორმხრივი ვაჭრობისთვის", - განაცხადა ტუსკმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი