
22 თებერვალს, დილით, რუსებმა ბერისლავის რაიონის სოფელი ლვოვე დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა.
მოგვიანებით კი რუსებმა ბერისლავის რაიონი ისევ დაბომბეს, შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ "ბერისლავში ადგილობრივ მცხოვრებს მტრის დრონი დაეჯახა".
მათი ინფორმაციით, 49 წლის კაცს ასაფეთქებლისგან ორივე ფეხი დაუზიანდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.