უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა კომერციულ ზონას შავი ზღვის პორტში, ოდესაში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე ნანგრვების გაწმედნის შემდეგ კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რის შემდეგაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა სამამდე გაიზარდა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა "ტელეგრამის არხზე".
საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს ცხრა დრონის ჩამოგდება, მაგრამ ერთმა დაარტყა პორტის მახლობლად ტერიტორიას. მაშველებმა შენობიდან უსაფრთხოების თანამშრომელი ქალი უვნებელი გამოიყვანეს.
სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის დროს რაკეტებიც იქნა გამოყენებული, მაგრამ ზიანი არ მოჰყოლია.