რუსული თავდასხმის შედეგად დნიპროში 8 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროში, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, რომ ორი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათ მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწარმო და მაღალსართულიანი შენობაც, რომელსაც დრონი შეეჯახა. 

"ამ ღამით რეგიონში ცის დამცველებმა ხუთი დრონი გაანადგურეს. ორი - სინელნიკოვსკის და დნიპროს რაიონებში. კიდევ ერთი - ნოვომოსკოვსკში. სამწუხაროდ, დარტყმის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა," - ამბობს ლისაკი. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი