500 სანქცია აშშ-სგან და მე-13-ე პაკეტი EU-სგან | ახალი მასშტაბური შეზღუდვები რუსეთისთვის უკრაინაში ომის 2 წლისთავზე

გამოქვეყნდა:

500-ზე მეტი ახალი სანქცია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის 2 წლის თავზე ოფიციალური ვაშინგტონი კრემლის წინააღმდეგ შეზღუდვებს ამკაცრებს. უკრაინაში სასტიკი ომის წარმოების გარდა ჯო ბაიდენი თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი სანქციების მიზეზი ასევე გახდა ალექსეი ნავალნის სიკვდილი. შეზღუდვების ახალი პაკეტი ყველაზე მასშტაბურია და ის მოიცავს რუსეთის ფინანსურ სექტორს, თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას და  შესყიდვების ქსელს. ასევე სანქციები გავრცელდება იმ პირებსა და კომპანიებზე, მსოფლიო ყველა წერტილში რომლებიც კრემლს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

"ხვალ არის თარიღი, 2 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად იღებს ახალ შემზღუდავ ზომებს, იმისათვის რომ ვუპასუხოთ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს და გავაძლიეროთ ზეწოლის მექანიზმები. სანქციების სამიზნე გახდა 500-ზე მეტი სუბიექტი. ეს არის სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რაც დაწესებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. 

არგენტინა მნიშვნელოვანი წევრია გლობალურ თანამშრომლობაში, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის იმ პარტნიორებს, რომლებსაც რუსეთი ემუქრებათ. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორია უკრაინის დახმარებაში, რომ ის მყარად იდგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისთ." განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც არგენტინაში იმყოფება.

პარალელურად ევროკავშირმა დაამტკიცა მე-13 პაკეტი, რომელიც შეზღუდვებს უწესებს 106 ფიზიკურ პირს და 88 კომპანიას. სანქციები უკვე ხვალიდან ამოქმედდება.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი