
უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა - ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არაა.
სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ვალერი ლობაჩმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
„რამდენიმე დღეში თავად გაიგებთ ამბებს და გაიგებთ რა იქნება. ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილიზაციისთვის...მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხული ბევრ პოზიტიურ მოვლენას მოუტანს სომხეთს “, - ამბობს დიპლომატი.