
POLITICO-ს ცნობით უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ლიდერების განცხადება უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
ორ დიპლომატზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ განცხადება მზადდებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ახალ განცხადებაზე მუშაობს, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გაავრცელებენ.