"მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში პუტინის ომის 2 წლისთავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

  ''მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ უკრაინაში არ ვარ. სწრაფი დამსახურებული გამარჯვება, რომელშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი" - წერს მიხეილ სააკაშვილი  

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი