დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავს ეხმაურება:
"2008 წელს რუსული ძალები სამხრეთ ოსეთში შეიჭრნენ და ცოტა ხანში მე ვიყავი თბილისში, საქართველოში. მე მაშინ ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგები პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის. 2014 წელს მე ვიყავი პრემიერმინისტრი, როდესაც მისმა პატარა მწვანე კაცუნებმა ხელში ჩაიგდეს ყირიმი. მე ისევ ვთქვი, თუ წინ არ აღვუდგებით პუტინს, ის დაბრუნდება უფრო მეტისთვის. ახლა როდესაც სცადა და ვერ დაიპყროო მთლიანად უკრაინა ამ ისტორიის გაკვეთილი არის ცხადი: თუ წინ არ აღვუდგებით პუტინს, ის დაბრუნდება მეტისთვის," - ამბობს ქემერონი.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.
ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.