უკრაინელები გვაჩვენებენ ნამდვილ სიმამაცეს, ენით აუწერელი აგრესიის წინაშე | მეფე ჩარლზი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III  რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ორი წლისთავს გამოეხმაურა და სიმამაცისა და გამბედაობისთვის უკრაინელი ხალხი შეაქო. 

"უკრაინელი ხალხის მონდომება და ძალა შთაგვაგონებს. არაპროვოცირებული თავდასხმა მათ მიწაზე მესამე ტრაგიკულ წელს ითვლის.. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ტკივილისა, რომელიც  უკრაინელებს მიაყენეს, ისინი გვაჩვენებენ გმირობას..ეს ნამდვილი სიმამაცეა, ენით აუწერელი აგრესიის წინაშე..ჩემი გული ყველა დაზარალებულთანაა, მახსოვს ისინი.. ისინი ჩემს ფიქრებში და ლოცვებში არიან" - წერს მეფე ჩარლზი

მეფე ჩარლზმა შეაქო ბრიტანელი ხალხი და უკრაინის სხვა მოკავშირეები, რომლებიც მხარს უჭერენ ომში მყოფ ქვეყანას.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი