შვეიცარიაში, "მშვიდობის სამიტზე", 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, რუსეთი - არა | ერმაკი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში "მშვიდობის სამიტზე" 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, ხოლო რუსეთი - არა.

"პირველი საინაუგურაციო სამიტი უახლოეს მომავალში შვეიცარიაში გაიმართება. დღეისთვის მოწვევები მომზადდა და გაიგზავნება 160-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო ღონისძიება. პირველი სამიტის მიზანი უნდა იყოს დაფიქსირება... რაზეც ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით ელჩების, მრჩევლების დონეზე", - განაცხდა ერმაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ისინი ამუშავებენ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ამ შეხვედრის შედეგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი