უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს 2024 წლის სამოქმედო გეგმა ქვეყნის თავდაცვისთვის, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელს, რათა მოხდეს გარღვევა, 2024 წლის გეგმა უკვე არსებობს, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ძლიერია, ძლიერია, 2024 წელს იძლევა არა მხოლოდ იმედს, არამედ შედეგსაც", - განაცხადა უმეროვმა.
ასევე როგორც ურემოვი ამბობს, უკრაინის ხელისუფლებამ შეაგროვა მონაცემები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების, არამედ თავდაცვის ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შესახებ.