იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ იაპონია რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის ომის გამო, დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა. მისივე თქმით, კიევის მხარდაჭერა წელს ტოკიოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.