ომის 2 წელი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა. ამ 2 წლის განმავლობაში ევროპას ხელახლა მოუწია კონტინენტის უსაფრთხოების გააზრება და დაფიქრება, რომ მე-20 საუკუნის მთავარ მონაპოვარს, ლიბერალურ დემოკრატიას დღეს იმაზე მეტად სჭირდება დაცვა, ვიდრე ცივი ომის ყველაზე უფრო კრიზისულ მომენტებში.

აღარავინ დავობს იმაზე, რომ პუტინის მიერ დაწყებული ომი ევროპული 80-წლიანი მშვიდობისთვის დღეს ეგზისტენციალური საფრთხეა. მაგრამ სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში და ზოგიერთი ლიდერისთვის ჯერაც სამსჯელოა, რამდენით და როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას, რომელიც ახლა ფარივით იცავს კონტინენტს კიდევ უფრო დიდი მასშტაბების ბორტებისგან.

ომის ორი წლის თავზე ცხადია, რომ პუტინმა ვერ მიაღწია საწადელს - ვერ გატეხა უკრაინა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მისი არმიის მიერ უკრაინის მიწების ნაწილობრივი ოკუპაციის გასაღებას ის არნახული მასშტაბის სამხედრო წარმატებად შეეცდება და მთელ თავის ფსონს იმაზე დადებს, რომ დასავლეთი ომით დაიღლება და რაიმე სახით მისთვის სტატუს ქვოს შენარჩუნეას დათანხმდება.

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როცა ეს ომი დაიწყო, ამ გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იქნებოდა ომი ერთმანეთის დაღლაზე. დასავლეთის დაშანტაჟების კიდევ ერთ გზად შესაძლოა მან მოლდოვეთში ვითარების გამწვავება გამოიყენოს და მარიონეტი დნესტრისპირეთის ანექსია სცადოს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ყოველდღიურად 200-მდე ჯარისკაცს კარგავს, რომ მხოლოდ ბოლო ორ დღეში 1 მლდ დოლარამდე ღირებულების ავიაფლოტი დაკარგა და თუ ამ ყველაფერს ომის დაწყების დღიდან ავითვლით, ზარალის მაშტბაბები რუსეთისთვისაც კი კატასტროფული გამოდის. ის რომ უკრაინის არმია სწრაფ კონტრეშეტვაზე ვერ გადავიდა, არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი იგებს. ის უბრალოდ ადაპტირდა ვითარებასთან. მაგრამ იგივეს აკეთებს უკრაიანც, და გაცილებით უფრო სწრაფად. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი