მედია: მიკოლაევის ოლქში, ანალენა ბერბოკის კოლონას რუსული უპილოტო თვითმფრინავი აედევნა

გამოქვეყნდა:

მიკოლაევის ოლქში,. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბობის კოლონას რუსული უპილოტო თვითმფრინავი აედევნა - ინფორმაციას უკრაინული მედია, AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო, ბერბოკის ვიზიტი შეწყდა. 

AFP-ის ცნობით, ფრონტის ხაზზე ვიზიტისას რუსული სადაზვერვო დრონი დააფიქსირეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მინისტრის ჯავშანმანქანას მიჰყვებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, თვითმფრინავი შემობრუნდა. ამიტომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, სასწრაფოდ წასვლა გადაწყვიტა.

ასევე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავების მსგავს ფრენებს, როგორც წესი, თან ახლავს პირდაპირი რუსული ავიაიერიში. AFP-ის რეპორტიორის თანახმად, რომელიც თან ახლდა მინისტრს, თვითმფრინავის შესახებ გაფრთხილება მოვიდა მაშინ, როდესაც ბურბოკი ფრონტის ხაზზე, გერმანიის მხარდაჭერით აშენებული წყლის გამწმენდ ნაგებობებთან მიდიოდა. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Bild-თან თქვა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, უკრაინაში წყლის სადგურზე ვიზიტი ნაადრევად უნდა გაუქმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მიკოლაევში ვიზიტის დროს ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი