
გასულ ღამეს, რუსების მიერ ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად, რკინიგზის სადგურის შენობა ჩამოინგრა.
Радіо Свобода-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგდ დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. ჩამონგრეული და ალმოდებული სადგურის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
რუსეთის იერიშების შედეგად ასევე დაზიანდა მართლმადიდებლური ეკლესია, საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული და კომერციული შენობები - არის მსხვერპლიც.