"უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ომის ორ წელთან დაკავშირებით მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყველას კარგად გვესმის, რატომ სჭირდება უკრაინას 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ATACMS-ები: ცოტა ხნის წინ, პარტნიორებისგან მიღებული პასუხის შემდეგ, პოზიტიურ განწყობილებაზე ვარ", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.