რუსული ძალები ზაპოროჟიეს რაიონში არსებულ ერთ-ერთ ფერმას დაესხნენ თავს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა სამი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
"ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ასეთია მტრის მიწათმოქმედებზე თავდასხმის შედეგები შიროკოვის თემის სოფელ მალაშივკაში", - განაცხადა ფედოროვმა.