უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში რუსეთის ომის ორ წელთან დაკავშირებით მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიან ომს 31 ათასი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, რუსეთის არმიიდან კი ექვსჯერ მეტი.
"ამ ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ყოველი დანაკარგი უკრაინისთვის დიდი დანაკლისია. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია" - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი სამხედროების დანაკარგს არ ასაჯაროებს