ანექსირებულ ყირიმში, სოფელ ჩერნომორსკოეში, რუსი სამხედროები კაფეში შეიჭრნენ და იქ მყოფ სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები იარაღით, ასევე სამოქალაქო ტანსაცმელი ლოგოთი "დათვი", ისინი სტუმრებს იატაკზე დაწოლას აიძულებენ და ხელკეტებით უსწორდებიან.
"23 თებერვალს, ქალაქ ჩერნომორსკოეში, PMC "დათვი" 81-ე ბრიგადის მთვრალი თანამშრომლები შეიჭრნენ კაფე "ციხეში" და სასტიკად სცემეს მშვიდობიანი მოქალაქეები (ქალები და მამაკაცები)", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, დაპირისპირების მიზეზი კაფეს რამდენიმე ვიზიტორსა და ორ სამხედროს შორის კონფლიქტი გახდა. ასევე ერთ-ერთი დაშავებულის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი საავადმყოფოში ცხვირის ხიდის მოტეხილობით, სახის ძვლის, რბილი ქსოვილის დაზიანებებით თავის უკანა მხარეს, თავის დახურული დაზიანებით და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს.