რუსებმა, ბახმუტის მიმართულებით, 9 უიარაღო, უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ანალიტიკურ პორტალ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ან მიმაგრებული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები.
„გუშინ იყო იმედი, რომ ამ პოზიციიდან ბიჭები გადარჩნენ და დაატყვევეს, მაგრამ დღეს გამოქვეყნებული კადრები თავდაცვის ძალების წევრების სიკვდილით დასჯაზე მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.