რუსებმა დნიპრო დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა დნიპრო დაბომბეს, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი ავრცელებს და წერს: "დნიპროსთვის ხმაურიანი საღამოა... ოთხი ადამიანი დაშავდა". 

მისივე თქმით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა.

როგორც ცნობილია, საღამოს დნიპროში აფეთქებები რამდენჯერმე გაისმა, ამ დროს ქალაქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი