"ფულის გათეთრების" საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განხილვაში მიიღო მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამართლდნენ, დარჩენილი იყო ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რაცა მათ სტრასბურგში გაასაჩივრეს.

"სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.

ბიძინა, მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.  ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. 

26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი