რუსებმა პოკროვსკის რაიონი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონი არტილერიით დაბომბეს, შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

"2024 წლის 26 თებერვალს აგრესორი სახელმწიფოს არმიამ არტილერიით დაბომბა ქალაქი კრასნოჰორივკა და პოკროვსკის რაიონის სოფლები რომანივკა და კოსტიანტინივკა. ორი ქალი, 54 და 79 წლის და 52 წლის კაცი საცხოვრებელ კორპუსზე სროლის შედეგად დაშავდნენ.საოკუპაციო ძალების თავდასხმების დროს ყველა მსხვერპლი იმყოფებოდა ქუჩაში, საკუთარ სახლებთან", - ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ცნობით, მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, ნამსხვრევებით დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმის შენობები.

უწყების ინფორმაციით, პროკურორები იღებენ ყველა შესაძლო და შესაბამის ზომას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასაბუთებისთვის. დონეცკის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, სისხლის სამართლის პროცესში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი